გათბობის სისტემები
საქართველოს ურბანულ ნაწილში ყველაზე გავრცელებული და ეფექტურია ცენტრალური გათბობის სისტემები, ხოლო რეგიონებში ძირითადად გამოიყენება შეშის ან გაზის ქურები.
გათბობის ქვაბი აცხელებს და უზრუნველყოფს ოთახებში განლაგებულ რადიატორებში ცხელი წყლის მიწოდებას.
ცენტრალური გათბობის სისტემა მუშაობს გაზისა და ელ. ენერგიის დახმარებით.
ეფექტური გათბობის სისტემა მნიშვნელოვან როლს ასრულებს საწარმოებისთვის.
სწორად დაგეგმილი და დამონტაჟებული გათბობის სისტემა დიდი ფინანსური ხარჯების შემცირების საშუალებას იძლევა.
გარდა ამისა ცენტრალური გათბობის სისტემები გაცილებით უსაფრთხოა, მათ შორის გრძელვადიანი ექსპლუატაციის პერიოდისთვის.
რატომ არის მნიშვნელოვანი გათბობის სისტემების სწორი მონტაჟი?
გათბობის სისტემის სწორი გეგმარება და მონტაჟი თავიდან აგარიდებთ ისეთ პრობლემებს, როგორიცაა:
1.არასაკმარისი გათბობა
2.დიდი გათბობის ხარჯები
3.გათბობის სისტემის რემონტის & თავიდან გაკეთების საჭიროება
4. მცირე ექსპლუატაციის ვადა