ჯანდაცვის დაწესებულებები

სამედიცინო დაწესებულებების საინჟინრო სისტემებით უზრუნველყოფა საჭიროებს სპეციალიზებულ ცოდნას და გამოცდილებას. პირველი, რაც უნდა გვახსოვდეს ჯანდაცვის დაწესებულებების საინჟინრო ინფრასტრუქტურის პროექტირებისას, ეს არის ჰაერის ბალანსი. უნდა გამოირიცხოს დასნებოვნებული ჰაერის გავრცელება სხვადასხვა სივრცეებში. ძალიან მნიშვნელოვანია ჰაერის ფილტრაცია, განსაკუთრებით საოპერაციო ოთახებში, სადაც თანამედროვე მიდგომები მოისაზრებს ე. წ. ლამინარული ჭერის გამოყენებას. ცენტრალური სავენტილაციო დანადგარების შერჩევა უნდა განხორციელდეს მრავალსაფეხურიანი ფილტრაციის და ტენიანობის კონტროლის შესაძლებლობიდან გამომდინარე.