კაფე-რესტორნები

ჩვენი გამოცდილება საშუალებას გვაძლევს ნებისმიერი სახის რესტორანი უზრუნველვყოთ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისი საინჟინრო სტანდარტების მიხედვით. სამზარეულოდან გასროლილი ჰაერი ხასიათდება მაღალი დონის დაბინძურებით რაც ადეკვატურად აისახება მრავალსაფეხურიანი ფილტრაციაში, მათ შორის ე. წ. იონური და ნახშირის ფილტრების საჭიროებაში. თანამედროვე ცხოვრების წესის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს ინდივიდუალური მოთხოვნილებების გათვალისწინება, მათ შორის სივრცეების დიფერენცირება მწეველთა და არამწეველთა ზონებად. აღნიშნული საჭიროებს განსხვავებულ მიდგომებს ჰაერ-ცვლის დაგეგმვაში.