ჩვენ გთავაზობთ  სრულ ხანძარსაწინააღმდეგო საკონსულტაციო მომსახურებას პროექტის კონცეფციის შექმნიდან - მის დასრულებამდე.

ინოვაციური მიდგომებით უზრუნველვყოფთ თანამედროვე ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების პროექტირებას და საინსტალაციო სამუშაოებს, რაც სრულად ითვალისწინებს სიცოცხლის უსაფრთხოებას და შენობა-ნაგებობების დაცულობას.

სრული საკონსულტაციო მომსახურება ითვალისწინებს ხანძარსაწინააღმდეგო პროექტის შექმნას, კვლევას, სახანძრო უსაფრთხოების ანალიზს, ხანძარმედეგი მასალების შერჩევას, კვამლის კონტროლისა და ევაკუაციის გეგმის მოდელირებას, შესაბამისი უსაფრთხოების სისტემების ეფექტურ მუშაობას და სრულ ტექნიკურ მხარდაჭერას ყველა სტანდარტის დაცვით.