ჩვენ ვუზრუნველყოფთ კომერციული სივრცეების საპროექტო-სამონტაჟო სამუშაოებს. კომერციული შენობების საინჟინრო ქსელები ხშირად უნიკალურია და საჭიროებენ სპეციფიურ საინჟინრო გადაწყვეტილებებს. ადამიანთა მაღალი კონცენტრაცია და დიდი მოცულობის ღია სივრცეები განაპირობებენ ინდივიდუალურ მიდგომებს, განსაკუთრებით  უსაფრთხოების მიმართულებით. ასევე, მნიშვნელოვანია ენერგო ეფექტური სისტემების შემუშავება, რომლებიც მინიმუმამდე დაიყვანს შენობის საექსპლუატაციო ხარჯებს. პროექტის მასშტაბები ხშირ შემთხვევაში საერთაშორისო კონსულტანტების ჩართულობასაც მოითხოვს. საპროექტო გადაწყვეტილებები ასევე უნდა ითვალისწინებდეს შესაძლო ავარიულ სიტუაციებს, რომლის მიმართ მზადყოფნაც გამოიხატება ავარიული ელექტრო-მომარაგების გათვალისწინებით.